„ნექსთ“-ის ახალი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი გონიოში, ზღვის პირველ ზოლშია განთავსებული.
კომპლექსი გამოირჩევა ზღვასთან სიახლოვით, თავისი არქიტექტურითა და მაცხოვრებლების კომფორტზე მორგებული გადაწყვეტილებებით. საცხოვრებელი კომპლექსის პირველ სართულზე განთავსებული იქნება კომერციული ობიექტები. სახურავზე განთავსდება რესტორანი, ბარი და საცურაო აუზი. მიწისქვეშ განთავსდება ავტოსადგომები.