რესტორანმა "ქალაქი" მოიპოვა  "A' Design Award and Competitions" ოქროს ჯილდო

რესტორანმა "ქალაქი" მოიპოვა "A' Design Award and Competitions" ოქროს ჯილდო.

"A' Design Award" არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მრავალფეროვანი დიზაინის კონკურსი, სადაც ყოველწლიურად 200-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობენ.

კონკურსი ტარდება 100-ზე მეტ კატეგორიაში და მოიცავს დიზაინის თითქმის ყველა სფერო.

A' Award-ის მიზანია უზრუნველყოს სამართლიანი, ეთიკური და კონკურენტუნარიანი პლატფორმა კომპანიებისთვის, დიზაინერებისა და ინოვატორებისთვის დიზაინის ყველა სფეროდან.

ჯილდო წარმოადგენს პლატფორმას საუკეთესო დიზაინების, კონცეფციებისა და დიზაინზე ორიენტირებული პროდუქტების. 

"A' Design Award and Competitions"-ზე რესტორანმა "ქალაქი" გაიმარჯვა ინტერიერის დიზაინის კატეგორიაში - A' Interior Space, Retail and Exhibition Design.

ჯილდო მოიპოვა საპროექტო-სამშენებლო კომპანია "სპექტრუმ" - მა, რომელიც 2014 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე და ქმნის ინოვაციებსა და გამოცდილებაზე დაფუძნებულ არქიტექტურულ ხარისხს.

კომპანია სპეციალიზდება კომერციული და საცხოვრებელი სექტორებისთვის არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინისა და სამშენებლო სერვისების მიწოდებაზე.

2018 წლის მაისში გახსნილი რესტორანი "ქალაქი" მდებარეობს კოსტავას ქუჩაზე არქიტექტურული მრავალფეროვნებით გამორჩეულ ქალაქის ძველ ნაწილში.

პროექტის არქიტექტურა ყურადღებით ითვალისწინებს კონტექსტურ გარემოს და ქმნის კლასიკურ და ამავდროულად დახვეწილ სივრცეს ძველ უბანში.

გამარჯვებული დიზაინები გამოიფინება იტალიაში, ხოლო არქიტექტორების დაჯილდოება ჩატარდება 28 ივნისს იტალიის ქალაქ კომოში.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 13.05.2019