"სპექტრუმ"- მა მიიღო პასიური სახლის სერთიფიკატი

კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ენერგოეფექტური პროექტების შექმნაში.

ჩვენი კომპანიის არქიტექტორი სერტიფიცირებულია საერთაშორისო პასიური სახლების ასოციაციის მიერ "Passive House Designer" – ის სერტიფიკატით, რაც იმას ნიშნავს, რომ სპექტრუმს შეუძლია მიიღოს შეკვეთები პასიური სახლების პროექტირება-მშენებლობაზე.

შესაბამისად, საქართველო დაემატა პასიური სახლების რუკას მთელს მსოფლიოში, რაც ხელს უწყობს გლობალური მასშტაბის არქიტექტურას.

"პასიური სახლი" წარმოადგენს ენერგოეფექტურ შენობას, რომელიც უზრუნველყოფს თერმული კომფორტის მაღალ დონეს და უკიდურესად დაბალი ენერგიის მოხმარებას.

პასიური სახლი ვიზუალურად შესაძლოა არ განსხვავდებოდეს სხვა, ჩვეულებრი შენობისგან, მაგრამ სპეციალური დაგეგმვა, ისევე როგორც დეტალების ყურადღებით გათვალისწინება და მაღალი ხარისხის მშენებლობა, რომელიც ასახავს ჩვენი მუშაობის ფილოსოფიას, არსებითად მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების შექმნაში.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 07.02.2020