სპექტრუმის ერთ-ერთი დასრულებული პროექტი, ინდივიდუალური აპარტამენტი ტაბიძის ქუჩაზე გაშუქდა გადაცემაში "შენი დილა" სალომე დადუნაშვილის რუბრიკაში ინტერიერის შესახებ.
მოცემული მინიმალისტური სტილის თამანედროვე ინტერიერი იდეალურად აბალანსებს ტრადიციულ და თანამედროვე სტილებს მოსაპირკეთებელი მასალების და მრავალფეროვანი ფაქტურების გამოყენებით, რაც ქმნის გამორჩეულ და ელეგანტურ გარემოს.
დაგეგმარების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სივრცულ გადაწყვეტას, რაც გულისხმობს თითოეულ სივრცეში ბუნებრივი განათების მაქსიმალურ შემოდინებას და თვალწარმტაცი ხედებით ტკბობის შესაძლებლობას.
თანამედროვე ფუნქციონალური სივრცე, რომლიც სწორი გეგმარებით გამოირჩევა, ტრადიციული მიდგომის ახლებურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.
ინტერიერში მრავლად გვხვდება ისეთი დეტალები, რომელიც რომლებსაც ფუნქციონალური დანიშნულება აქვთ.