"სპექტრუმ"-მა დაიწყო მუშაობა სასტუმრო ,,ვილა გოდოლი"-ს  ფასადის დიზაინზე

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ,,სპექტრუმ"-მა მუშაობა დაიწყო სასტუმრო ,,ვილა გოდოლი"- ს ფასადის დიზაინის პროექტზე.

ეთნიკური სტილის თანამედროვე ინტერპრეტაცია, რომელიც დამსვენებელს კახეთის რეგიონისთვის დამახასიათებელ არქიტექტურულ სტილს აცნობს, ხასიათდება მონოლითური ფასადებით, მკაცრი ხაზებით და ტექსტურებით.

აღნიშნული ფასადის პროექტი წარმოადგენს ეთნიკურობისა და თანამედროვეობის მჭიდრო კავშირს, რომლის დიზაინიც გამოხატავს მის ამბიციას და დანიშნულებას. 

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 12.05.2020