სასტუმრო კომპლექსის პროექტი წარმოადგენს ბორჯომის რაიონ სოფელ ცემში ყოფილი საზაფხულო საბავშვო ბანაკის ტერიტორიაზე სარეკრეაციო დასახლების განვითარების ხედვას.
პროექტი ხუთ ჰექტარმდე მიწის ნაკვეთზე უნდა განვითარდეს, ევროპული სამთო ქალაქის ტიპის უბანით, საფეხმავლო ქუჩებით განვითერებული კომერციით და სასპორტო ინფრასტრუქტურით.
ტერიტორიზე აშენდება 30-40-მდე 3-4 სართულიანი მანსარედული ტიპის შენობები ერთიანი არქიტექტურული იერსახით.
შენობების მიწისპირა სართულებზე მოეწყობა კაფე-რესტორნები, მაღაზიები და სხვა კომერციული დანიშნულების ობიექტები.
არქიტექტურული ჩანაფიქრის მიხედვით საპროექტო შენობები შექმნიან ერთიან არქიტექტურულ ანსამბლს და ჰარმონიულოად შეერწყმებიან არსებულ გარემოს, რაც უკვე ჩანს სივრცით-მოცლობითი კონცეპტუალური მოდელიდან.
სასტუმრო კომლექსის ფუნქციონირებაში მნიშვნელოვანი როლი ექნება სასპორტო ინფრასტრუქტურას.
ნაკვეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ზონაში აშენდება სასპორტო კომპლექსი დახურული კალათბურთის დარბაზით, ტენისის კორტით, ფიტნეს დარბაზით და ფუნქციონირებისთვის ყველა საჭირო სხვა ფართებით.