სპექტრუმ-მა დაიწყო მუშაობა წალკის მუნიციპალიტეტში ვიზიტორთა ცენტრის ინტერიერის დიზაინზე

პროექტის ფარგლებში "სპექტრუმი" განახორციელებს დაშბაშის კანიონის ტერიტორიაზე განთავსებული ვიზიტორთა ცენტრის, ღია და დახურული რესტორნების ინტერიერის დიზაინს, ასევე ლანდშაფტის დიზაინს და არქიტექტურული განათების პროექტირებას.

პროექტი ადგილობრივი კონტექსტის და ობიექტების ფუნქციის გათვალისწინებით დიზაინში თემატურად ასახავს გარემოსთვის დამახასიათებელ ფერთა გამას, ფორმებსა და ტექსტურებს.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 01.02.2021