Spectrum - ის მიერ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, შეიქმნა არსებული დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი სივრცის განახლების პროექტი ყაზბეგში, სოფელ ფანშეტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
აღნიშნული სივრცე წარმოადგენს საზოგადოებრივ პარკს, რომლის საპროექტო ტერიტორია შეადგენს 3 603 მ2.
ფანშეტის პარკი წარმოდგენილია სხვადასხვა რეკრეაციული სივრცით, მათ შორის აუზით, რომელიც ივსება ადგილზე არსებული ბუნებრივი წყაროს წყლით, რომელიც სამკურნალო კატეგორიას მიეკუთვნება.
დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი სივრცის არქიტექტურა მიესადაგება ყაზბეგის ბუნებას, მთებს, კლდეებს, ალპურ ზონას.
აუზი და მისი მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილია თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით.
მთავარი აუზი საჩრდილობლით და მზის აბაზანებისთვის განკუთვნილი სივრცით, ზამთრის პერიოდში შესაძლებელია გარდაიქმნას დახურულ აუზად.
ტერიტორია ასევე მოიცავს საბავშვო სივრცეს აუზით, სპორტულ, მრავალფუნქციურ მოედანს და ადმინისტრაციულ შენობას.
ტერიტორიაზე გადაადგილება და შენობაში წვდომა ადაპტირებულია შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებისთვის.
კეთილმოწყობილი სივრცე, სასმელი წყლის დაგემოვნება და მოგროვება 12 თვის განმავლობაში იქნება შეაძლებელი ყაზბეგის რაიონის მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის.
პარკის გარშემო არსებული ტერიტორიები, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბიზნესის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვან და საინტერესო დატვირთვას შეიძენს.