თბილისი, საქართველო
თარიღი
სტატუსი
საპროექტო ფართობი
გამოუქვეყნებელია ვადაგასული

ლისის ტბის ხედით მდებარე კერძო სახლი დეტალური გეომეტრიული ესთეტიკითა და ფორმებით გამოხატავს დახვეწილობის და სიმარტივის ბალანსს. განსხვავებული არქიტექტურული ელემენტები გააზრებულად არის თითოეულ დეტალში განაწილებული, რომელიც იდეალურად აკავშირებს ექსტერიერსა და ინტერიერს.

დიზაინი

საცხოვრებელი სახლის ექსტერიერი შედგება ვერტიკალურად მოპირკეთებული ბეტონის დეტალისგან.  წარმოდგენილი ხის  ორნამენტები  აკონტროლებს შიდა სივრცეებში შემავალ სინათლეს. ნაცრისფერი და ყავისფერი ფერები  აერთიანებს პროექტის საერთო  კონტექსტს. ორსართულიანი სახურავი მოპირკეთებულია უფრო მუქი ფილებით, ვიდრე ბეტონის ექსტერიერი, რაც ასევე აძლევს მაცხოვრბელს  იერარქიის განცდას საცხოვრბელი სახლის  დანახვისას.

 

მახასიათებლები

საცხოვრებელი სახლი გარშემორტყმულია საუცხოო ლანდშაფტური არქიტექტურით, რომელიც  განაპირობებს  სიმშვიდეს აღქმას. სახლის ეზოს ნაწილში წარმოდგენილია მცენარეები, რომელიც არა მხოლოდ აძლიერებს ვიზუალურ მიმზიდველობას, არამედ ქმნის  სურნელოვან  გარემოს. ეზოში წარმოდგენილია  აუზი, რომელიც გადაჰყურებს სიმწვანეს, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 15.05.2020
სართულების რაოდენობა
3
სიმაღლე
11მ
დამკვეთი
კონფიდენციალური
სერვისები
არქიტექტურა

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა