"სპექტრუმის" ქალაქგეგმარების მეთოდოლოგია მოიცავს სტრატეგიული კონცეფციის შემუშავებას, ქალაქგეგმარებით პარამეტრებში კონკრეტული პროექტის ინტეგრირებით, რაც განსაზღვრავს პროექტირების ლოგიკურ მიმდინარეობას და იდეის წარმატებულ განხორციელებას.
ჩვენ ვანვითარებთ მრავალფეროვან იდეებს სტრატეგიული და გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად და ვახდენთ ფიზიკური და ინტელექტუალური გეგმარების ინტეგრირებას ჩვენს სამუშაო პროცესში, რაც ემყარება გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვას და მოიცავს სხვადასხვა სიღრმისეულ შეფასებებსა და მიდგომებს.
ჩვენ ვახდენთ ურბანული გარემოს სამგანზომილებიან მოდელირებას, საზოგადოებრივი, საჯარო და კერძო სივრცეების განსაზღვრით და ვუზრუნველყოფთ საზოგადოების ჩართულობას განვითარების პროცესში.
ჩვენი მეთოდოლოგია მოიცავს წინასწარი გრაფიკის შედგენას პრიორიტეტების სწორად გნსაზღვრის და კერძო სექტორიდან ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.
ობიექტის შეფასება
ობიექტის სრულფასოვანი შეფასება საშუალებას იძლევა გავაანალიზოთ ყველა ის ფიზიკური, ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი ფაქტორი, ისევე როგორც საკანონმდებლო მოთხოვნები, რომლებიც გავლენას ახდენს საპროექტო ობიექტზე.
ჩვენი ქალაქგეგმარების მომსახურება მოიცავს:
+ ობიექტის არსებული ინფრასტრუქტურის შეფასება
+ არსებული ობიექტების თანამედროვე სტანდარტებთან თავსებადობის ანალიზი
+ ობიექტის გარემო-პირობების და მასზე წვდომის შეფასება
+ სხვადასხვა დანიშნულებების ზონირების გაანალიზება
+ ობიექტის საფეხმავლო და სატრანსპორტო მიმოსვლის ანალიზი