მინიმალიზმის კონცეფცია დღესდღეობით ადამიანთა უმეტესობისთის ცნობილია. ის შეიძლება გამოყენებული იყოს ხელოვნებასა თუ ცხოვრების სტილში, არქიტექტურასა თუ ინტერიერის დიზაინში.
მინიმალისტური ინტერიერის დიზაინი ძალიან ჰგავს თანამედროვე ინტერიერის დიზაინს და გულისხმობს საგნების გამოყენებას მარტივი და მინიმალისტური სივრცის შესაქმნელად. იგი ხასიათდება სიმარტივით, სუფთა ხაზებით და მონოქრომული პალიტრით, რომელიც აქცენტის სახით გამოიყენება. ის ჩვეულებრივ აერთიანებს ღია სივრცეს, ბევრ განათებას და ფუნქციურ ავეჯს. ის მხოლოდ ფოკუსირდება მნიშვნელოვან ელემენტებზე, როგორებიცაა ფორმა, ფერი და ტექსტურა.
მინიმალიზმის ელემენტები
მინიმალიზმი იყენებს მხოლოდ აუცილებელ ელემენტებს როგორებიცაა: განათება, ფორმა და ლამაზი მასალა. სივრცე ჩვეულებრივ გახსნილია, თავისუფლებისა და დასვენების განცდის შესაქმნელად. არ გამოიყენება ზედმეტი ორნამენტი და დეკორაცია. შესაძლებელია კონკრეტული დეტალის გამოყენება, რომელიც ჰარმონიულ კავშირში იქნება გარემოსთან. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ერთი ხელოვნების ნიმუში მისაღები ოთხის კდელზე, ან ვაზა სასადილო მაგიდაზე.
მინიმალისტური ავეჯი ორიენტირებულია ფუნქციონალურობასა და კომფორტულობაზე. ბრტყელი, გლუვი ზედაპირები და ძლიერი, სუფთა ხაზები აყალიბებს მინიმალიზმის ხასიათს, რაც ხაზს უსვამს თითოეული ნივთის არსებით ბუნებას. თქვენ ვერ შეხვდებით მოპირკეთებულ ავეჯს და აქსესუარებს, ასევე დეტალურ დეკორაციას. ყოველივე ამის ნაცვლად ყურადღება გამახვიდებულია ფორმის სისუფთავეზე და სიმარტივეზე.
მინიმალიზმის გამოწვევები
"ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ სივრცე გამოიყურებოდეს თბილად და სასიამოვნოდ“
მინიმალისტური სივრცეები მარტივად ამოცნობადია დახვეწილი, სუფთა, უწესრიგო და მონოქრომული იერით. აქვე გასათვალისწინებელია, რომ შეიძლება მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტილი ოთახი ძალიან ცივი გამოვიდეს, ამიტომაც უმნიშვნელოვანესია ბალანსის დაცვა და შესაბამისი სითბოს შემოტანა სივრცეში. იქნება ეს სამზარეულო, საძინებელი, თუ საცხოვრებელი ფართი, აუცილებელია სითბოსა და ფერის შეტანა.
მონოქრომული ფერების პალიტრის გამოყენებისას, სივრცეში ფერების შემოტანის შესანიშნავი გზაა სხვადასხვა ჩრდილების ჩართვა და ტექსტურების შერევა. მაგალითად, თეთრეული, რბილი ქსოვილები და ხალიჩები საძინებელში ქმნის სითბოს განცდას.
ტექსტილი სივრცეს ტექსტურასა და სითბოს ჰმატებს. ფარდები, საწოლები, ბალიშები და ხალიჩები სხვადასხვა ქსოვილებში მნიშვნელოვანი გზაა, თუ როგორ დავამატოთ სითბო დაა კომფორტი ოთახს მინიმალისტური სტილის შენარჩუნებით.