რესტორნის "ავიატორი" ინტერიერის დიზაინის პროექტი განსხვავებულად წარმოაჩენს ლოფტის სტილს. ინდუსტრიული სტილის მკაცრი მასალების გამოყენებით და სხვადასხვა მიმართულებების ნაზავით შევქმენით გამორჩეული და კომფორტული გარემო განტვირთვისთვის.
რესტორნის სივრცე წარმოადგენს სასტუმრო "გუდაური ლოფტ"-ის საკუთრებას, რომელიც მდებარეობს ზამთრის კურორტ - გუდაურში.
საპროექტო სივრცე გაფართოვდა 215 მ2-დან 360 მ2-მდე, სადაც გაერთიანდა სხვადასხვა ზონები - დარბაზები, სადემონსტრაციო სამზარეულო, ბარის სივრცე, ბუხარი და სცენა.
რესტორნის ინტერიერი სავსეა თანამედროვე და ექსკლუზიური დეტალებით, რაც მას განსაკუთრებულს და დამახასიათებელს ხდის.
მასალები
ხის, ბეტონის, აგურის და ლითონის ურთიერთკავშირით შევქმენით სრულიად ახალი სივრცე რეგიონში.
ღია სივრცე, მუქი ტონალობები, მეტალის, ბეტონის, ტყავის და მასიური ხის ფაქტურები ქმნის მყუდრო, კომფორტულ და გამორჩეულ გარემოს.
მკაცრ, მინიმალისტურ და ლაკონიურ ინტერიერში წარმოდგენილია ნატურალური მასალისგან დამზადებული ფუნქციური ავეჯი, ლითონის ხელნაკეთი დეკორატიული ტიხრები, ბეტონის კოლონები, ბუნებრივი ქვის ბარი და ექსკლუზიურად დამზადებული ლითონის ორიგინალური ბუხარი.
სხვადასხვა არქიტექტურული გადაწყვეტების ჰარმონიული შერწყმა ამ ინტერიერის მთავარ კონცეფციას წარმოადგენს.