წყნეთში მდებარე, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ინტერიერის დიზაინის მთავარ ამოცანას განსაკუთრებული შინაარსის სივრცის შექმნა, გარემოსთან ორგანული ინტეგრირება და არსებული სახლის არქიტექტურული ღირებულებების გათვალისწინება წარმოადგენდა.
ინტერიერის განსაკუთრებული ხასიათი საცხოვრებელში არსებულმა ხის მასალით მოპირკეთებულმა სივრცემ განსაზღვრა.
ინტერიერის კონცეფცია
მინის ჭერზე განთავსებულ ხის დეკორატიულ ელემენტს, რომელიც განსაკუთრებული ყურადღებით შეირჩა, გააჩნია მზის სხივებისგან ნაწილობრივი დაცვის ფუნქცია, რაც დამატებით სითბოს და სიმყუდროვეს ქმნის.
ჭერის დიზაინის ამ კუთხით გადაწყვეტა ვიზუალურად ამსუბუქებს ინტერიერის სივრცეს და მას ლანდშაფტის განუყოფელ ნაწილად აქცევს.
ინტერიერი გამოირჩევა დახვეწილი ავეჯით და დეკორატიული ელემენტებით.
მისი ერთ-ერთი მთავარი და საინტერესო დეტალია ბუხარი, მასზე განთავსებული ბრინჯაოს ხელნაკეთი ბარელიეფით.
ხის, ქვის და ლითონის სინთეზი ქმნის თანამედროვე და მკაცრ არქიტექტურულ კომპოზიციას, რაც ინტერიერს განსაკუთრებულ ხასიათს და შინაარსს მატებს.