ბუნებრივ განათებას დიდი როლი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში. გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიოს მასშტაბით შენობების დაპროექტება და აშენება რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი განათების შეღწევადობის გათვალისწინებით ხორციელდება.

მზის სხივების დადებითი როლი ადამიანებზე დიდი ხანია შესწავლილია და მას ფართოდ იყენებენ არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში. ბუნებრივი განათება ინტერიერში მნიშვნელოვანია ჯანსაღი, კომფორტული და სასიამოვნო  გარემოს მოსაწყობად.

ესთეტიკა

ესთეტიკის თვალსაზრისით, ბუნებრივი განათება უკეთესად წარმოაჩენს ფერებს ინტერიერში, ვიდრე ხელოვნური განათება.

შენობის შიდა სივრცეებში ბუნებრივი ელფერის მისაღწევად რეკომენდირებულია ნატურალური ფერების მაქსიმალური გამოყენება.

ხის იატაკები და წიგნების თაროები, ყავისფერ ტონალობაში გადაწყვეტილი დივნები და მარმარილოს მაგიდის ზედაპირები ან ფილები საუკეთესო არჩევანია.

იგივენაირად როგორც ბუნებაში, მზის განათება ამ ფერებს წარმოაჩენს ძალიან ბუნებრივად, რომელიც თავისმხრივ ქმნის გარემოს, სადაც ადამიანები თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ.


სარკის ეფექტი

ინტერიერში ბუნებრივი განათების ზემოქმედების გაზრდის მიზნით რეკომენდირებულია სარკეების, ამრეკლავი ზედაპირების მქონე ნივთების და ავეჯის გამოყენება.

ამ ნივთების გამოყენებით სინათლე კარგად აირეკლება და გარემო ხდება უფრო ნათელი. სარკეების გამოყენება ბუნებრივ განათებასთან კომპოზიციით, (თუ სწორად იქნება გათვლილი სარკის და განათების წყაროს ადგილმდებარეობა) დამატებითი სივრცის აღქმას უზრუნველყოფს ინტერიერში.

ამგვარი გადაწყვეტა განსაკუთრებით რეკომენდირებულია პატარა სივრცეებისთვის.


ჭერში განთავსებული ფანჯრები და დღის განათების მოწყობილობები

კიდევ ერთი მარტივი გზა ბუნებრივი განათების უზრუნველსაყოფად ინტერიერში ჭერში განთავსებული ფანჯრები და მილისებრი, დღის განათების მოწყობილობებია.

მინის სახურავიდან შემოსული დღის განათების ინტენსივობა შესაძლოა დღის ზოგიერთ მონაკვეთში ზედმეტი იყოს რომელიმე სივრცისთვის ინტერიერში, ამიტომაც კარგი ალტერნატივაა პატარა, ცილინდრის ფორმის დღის განათების მოწყობილობები, რომლებსაც გააჩნიათ დაბურული მინის ფსკერი, მზის სხივის ინტენსივობის შესამცირებლად, რომელიც შემოდის ინტერიერში. შედეგად ვიღებთ ბუნებრივ ნათებას, ნაცვლად სტანდარტული დღის განათებისა მთელი დღის მანძილზე.

სივრცის გაზრდა

ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ინტერიერში ბუნებრივი განათების შემოდინების არის ზედმეტად ვიწრო და პატარა სივრცე. რაც უფრო დიდი და ღიაა სივრცე, მით უფრო იგრძნობა ბუნებრივი განათების ეფექტი, რომელიც შემოედინება ყველა მიმართულებიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი განათება პრიორიტეტულია ინტერიერში, ხელოვნური განათების გამოყენებაც აუცილებელია.

სწორად გამოყენებული სანათებით (უმჯობესია სინათლის ინტენსივობის მარეგულირებლებით) შესაძლებელია იდეალურად გავანათოთ ინტერიერი.

მაგალითად, ინტერიერში შესაძლოა იყოს ისეთი ადგილები, სადაც ვერ აღწევს ბუნებრივი განათება ან დღის გარკვეულ მონაკვეთში ნათდება მხოლოდ.

ასევე ღამით, როდესაც მზე ჩადის, ბუნებრივი განათება ძალიან მცირდება ან ქრება კიდეც, ამიტომ ხელოვნური სანათების გამოყენება ხდება საჭირო.

მიზანშეწონილია დიდი რაოდენობით პატარა, წერტილოვანი განათებების განთავსება სტრატეგიულად, ისევე როგორც, დიდი ცენტრალური, ტრადიციული სანათის გამოყენება.

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 19.05.2020

მიიღეთ ბოლო განახლებები ჩვენს შესახებ, შემოუერთდით ჩვენს გამოწერების სისიტემას და იცოდეთ სპექტრუმის შესახებ პირველებმა